„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, გრიგოლ გეგელიას თავს 24 მაისს დაესხნენ.