ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის – 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. – ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ). პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.
მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს.
