LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ქალზე ფიზიკურად იძალადა – გავრცელებული ცნობით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა

100
Untitled design (2)

11 ნოემბერს თბილისში, „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, პირი დააკავეს იმავე დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე, რაც ძალადობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოქალაქე ანა ჯაფარიძემ გაავრცელა. როგორც ის ფეისბუქ-სტატუსში აღნიშნავდა, სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგოსთან მივიდა და ცეკვას სთხოვდა, მას შემდეგ კი, რაც მამაკაცმა უარი მიიღო, მან გოგო თმით ძირს ათრია:

მოდის საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგონასთან, უნდა რომ წაეცეკვოს, გოგონა უარს ეუბნება, ამ დროს ბიჭი ხელებს კიდებს გოგონას და და მისკენ იზიდავს, გოგონა უძალიანდება, ბიჭი იწევს თმებისკენ და ისე ებღაუჭება რომ 4 ადამიანი ცდილობს გოგონა გამოგლიჯოს ბიჭს, ამ გაწევ გამოწევაში ბიჭი ძირს ეცემა, მაგრამ გოგონას თმაში ხელს არ უშვებს, ორივე ძირს ვარდებიან და მიუხედავად ხალხის ძალისხმევისა, ბიჭი გოგონას ძირს თმებით ათრევს, როგორც იქნა მოვიდა დაცვა და ბიჭი გაათრიეს, გოგონა შოკურ მდგომარეობაში და ამ წამამდე როცა მე ამ სტატუსს ვწერ პანიკური შეტევა აქვს…

მოვიდა პოლიცია, სასწრაფო, გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით, მაგრამ პოლიცია ამ წამამდე სვამს კითხვებს გოგოს მისამართით
– ფხიზელი იყავით?
– რის ნიადაგზე მოხდა ძალადობა ?
მესმის რომ ალბათ ეს თქვენი დამპალი პროტოკოლია, მაგრამ ხო შეიძლება სიტუაციურად იმოქმოდოთ და თან იცით რომ მოძალადე  რუსია ( დააკავეს და რუსული პასპორტი აღმოაჩნდა) და გოგო ქართველი !!!!!
საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება, საშიშია ქალად ყოფნა, საშიშია არსებობა !“, – წერს ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g