შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება – 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე – სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.