LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს,“ მეტსახელად – „ბონჩოს“კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

99
დაკავება შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი: 1962 წელს დაბადებული რ. ხ., ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ., 1990 წელს დაბადებული ბ. ს.,1980 წელს დაბადებული ს. ყ. დააკავეს.

ამასთან, უწყების ცნობით, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ – 1977 წელს დაბადებულ ჯ. ბ.-ს, მეტსახელად „ბონჩოსა“ და 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს.

შსს-ის განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერ ქურდი“ – ჯ. ბ. (მეტსახელად „ბონჩო“), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ.

აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის – 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით.

„დაკავებულები პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში, უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ , მათ შორის მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად ,,ბაბუ“-ს და მათგან მითითებებს იღებდნენ.“ – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაულები 3-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g