LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ავტომობილები გადაეცათ

69

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტებს სამინისტროს კუთვნილი 25 ახალი ავტომანქანა გადაეცათ.

რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მაღალი გამავლობის “ფორდ რეინჯერის” მოდელის ავტომანქანებით შეივსო.
შსს-ს ინფორმაციით, შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა ავტომანქანები რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს პირადად გადასცა.

ბესიკ ამირანაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართლდამცველების სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო.

ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს, მათ ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები