ვენსან კასელი „ინსტაგრამზე“ არც თუ ისე აქტიურობს, თუმცა 57 წლის მსახიობმა, რომელიც სულ მალე მამა მეოთხედ გახდება, სოც.ქსელში ფოტო და ვიდეო გაავრცელა. მან Pirelli-ს სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. გადაღებებისთვის ვენსანს საკუთარ ძალები არ დაუზოგავს და კარატეს ილეთები ოსტატურად შეასრულა.
ცეცხლოვან ვიდეოს კი, რომელშიც ის წყალში პოზირებს, უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„შუა ხნის კრიზისს ებრძვის?“,„ძალიან მიმზიდველი მამაკაცია“, „თავი ისევ თინეიჯერი ჰგონია“.
„თავი თინეიჯერი ჰგონია“ – 57 წლის ვენსან კასელის უდარდელი ფოტოსესია
ვენსან კასელის ორსული შეყვარებულის ენერგიული ცეკვა და 57 წლის მსახიობის სასიყვარულო კომენტარი