LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შუაგული“ ოქტომბრის ბოლოდან ვიზიტორებისთვის სამ ახალ სივრცეს ხსნის

537
შუაგული

საღონისძიებო სივრცე „შუაგული“, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს, განვითარებას განაგრძობს. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უფრო კონკრეტულად კი ოქტომბრის ბოლოდან, ის ვიზიტორებს სამ სიახლეს შესთავაზებს.

ბროწეულების დარბაზი, ფოტოსივრცე (ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინის მქონე 12 ნიშით) და მინი გოლფის მოედანი – ქალაქგარეთ დროის სასიამოვნოდ გატარების მსურველებს, თბილისიდან 15 წუთის სავალზე, სწორედ ეს სიახლეები დახვდებათ.

აღნიშნული ახალი სივრცეების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „შუაგულის” პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ ისაუბრა:

აღსანიშნავია ისიც, რომ კორპორაციული ღონისძიებების მიმართულების გააქტიურებასთან დაკავშირებით, იმ კომპანიებს, რომლებიც „შუაგულში“ საკუთარ აქტივობებს ოქტომბრის ბოლომდე დაჯავშნიან, თანამშრომლებისთვის თბილისის მიმართულებით ტრანსპორტირების სერვისს საჩუქრად მიიღებენ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g