როგორც ცნობილია, დაკოტა ჯონსონი და Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა People ავრცელებს. წყვილი ბოლოს ერთად, დაახლოებით ორი კვირის წინ მალიბუში დააფიქსირეს, მანამდე კი ისინი ინდოეთში იმყოფებოდნენ, სადაც Coldplay-ის კონცერტი გაიმართა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაკოტა პირველად გამოჩნდა. მსახიობი საოცრად შთამბეჭდავი „ლუქით“ გახლდათ წარმოდგენილი. ეს იყო სრულად გამჭვირვალე შავი კაბა, რომლიდანაც შავი „ბოდე“ მოჩანდა.
მედიაში ეს იმიჯი „შურისძიების ლუქად“ მოიხსენიეს.
რაც შეეხება მიზეზს, ინსაიდერის ცნობით, წყვილი კარიერულმა გზებმა და განსხვავებულმა პრიორიტეტებმა დააშორა.
„დაკოტა ამ ურთიერთობის შენარჩუნებას მთელი გულით ცდილობდა“, – განაცხადა წყარომ
ცნობისთვის, დაკოტა და კრისი 2017 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. წლების განმავლობაში ისინი არაერთხელ დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა წყაროს ცნობით, ამჯერად მათი განშორება საბოლოოა.
დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ
კვლავ ერთად – კრის მარტინისა და დაკოტა ჯონსონის ინდური მოგზაურობა


