LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შურისძიების მორიგი ლუქი“ – დაკოტა ჯონსონი Gucci-ის „შიშველი კაბით“ შეუდარებლად გამოიყურება

373
page

„ციურიხის ყოველწლიურ კინოფესტივალზე“ 35 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, დაკოტა ჯონსონი გამოჩნდა. მსახიობს, რომელიც დიდი ხანია Gucci-ის სახეა, წითელ ხალიჩაზე ამავე ბრენდის ლურჯი, ნახევრად გამჭვირვალე კაბა ამშვენებდა. მის ელეგანტურ „ლუქს“ იტალიური ბრენდის, Roberto Coin-ის სამკაულები ასრულებდა.

„შურისძიების მორიგი ლუქი“, „როგორ უყვარს გამჭვირვალე კაბები“, „აი ეს საოცრება დაკარგა კრის მარტინმა“, „თავისუფალ ქალზე მშვენიერი არაფერია“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, ჯონსონი შვეიცარიაში ახალი ფილმის „მოურიდებლი“ წარსადგენად ჩავიდა. გარდა პრემიერისა, მსახიობმა ფესტივალზე განსაკუთრებული ჯილდოც მიიღო, ეს გახლავთ „ოქროს თვალი“, კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.

„მარწუხებისგან განთავისუფლებული ქალის ლუქი“ – დაკოტა ჯონსონი მსოფლიოს აჩვენებს, თუ რა დაკარგა კრის მარტინმა

ცნობისთვის, 35 წლის მსახიობი და 48 წლის ჯგუფ Coldplay-ის ვოკალისტი 2017 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ზაფხულში გავრცელდა. მალევე დაშორების მიზეზიც გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, დაკოტა ქორწინებისთვის მზად იყო, კრისი კი პროცესს აჭიანურებდა, ის ორჭოფობდა. სწორედ ამან დაუსვა მათ ურთიერთობას საბოლოოდ წერტილი.

კრის მარტინის შემცვლელი უკვე ნაპოვნია – დაკოტა ჯონსონისა და იდუმალი მამაკაცის გაცხარებული ფლირტი იახტაზე

„შურისძიების ლუქი“ – კრის მარტინთან განშორების შემდეგ, დაკოტა ჯონსონი პირველად გამოჩნდა – ცნობილა მიზეზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები