LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი, ნიდერლანდები და დანია გენდერული თანასწორობის მაჩვენებლით ევროპაში ლიდერობენ

128
gender-inequality-netherlands-income

შვედეთი, ნიდერლანდები და დანია გენდერული თანასწორობის მაჩვენებლით ევროპის ლიდერები არიან. ამის შესახებ ახალ რეიტინგში Gender Equality Index 2023-ში ვკითხულობთ. ამ რეიტინგს გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს.

სპეციალისტები ქვეყნებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით აფასებენ: არსებობს თუ არა დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით სამსახურებში; სამთავრობო ორგანოებში მამაკაცები და ქალბატონები ერთნაირად არიან თუ არა წარმოდგენილები; აქვთ თუ არა მათ ერთნაირი შესაძლებლობა მიიღონ განათლება; არის თუ არა სხვაობა ხელფასებში; ერთნაირ დროს უთმობენ თუ არა ისინი საკუთარ თავებს; აქვთ თუ არა ერთნაირი ჯანმრთელობა.

შვედეთმა, რომელიც რეიტინგის ლიდერი გახდა, თითქმის ყველა პარამეტრში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
ნიდერლანდები განსაკუთრებით გამოირჩა იმ დროის მაჩვენებლით, რომელსაც ქალები და კაცები საკუთარ თავებს უთმობენ. ხოლო დანია – სამსახურებში თანაბარი შესაძლებლობებით აფიქსირებს საუკეთესო შედეგს.

გენდერული თანასწორობის მქონე ტოპ-10 ქვეყანა
1. შვედეთი
2. ნიდერლანდები
3. დანია
4. ესპანეთი
5. ბელგია
6. საფრანგეთი
7. ლუქსემბურგი
8. ფინეთი
9. ირლანდია
10. ავსტრია
რეიტინგს რუმინეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები