LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიაში კონსტიტუცია ამბობს, რომ ქალის ადგილი სახლშია.. ადგილობრივებს ამის შეცვლა სთხოვეს

120
Capture

ირლანდიაში 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რეფერენდუმი ჩაატარეს რათა ადგილობრივებს კონსტიტუციაში ჩაწერილი მოძველებული გენდერული მიდგომების ბედი გადაეწყვიტათ, მაგალითად იმის რომ ქალის ადგილი – სახლშია. ამის შესახებ APnews წერს.

მსგავსი ჩანართი კი კონსტიტუციის 41,2 მუხლში წერია. უფრო ზუსტად კი ეს მუხლი ასე ჟღერს: „ სახლში თავისი ცხოვრებით ქალი სახელმწიფოს დიდ მხარდაჭერას უცხადებს და ამის გარეშე საერთო კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია“ და „დედები ეკონომიკური აუცილებლობის გამო იძულებული არ უნდა გახდნენ, რომ შრომით დაკავდნენ და სახლში თავისი ვალდებულებები უგულებელყონ.“

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მსგავსი ფორმულირება ძალიან მოძველდა. ამიტომ მსგავსი ფრაზები ოჯახის ყველა წევრს უნდა მიემართებოდეს და არა მხოლოდ ქალებს.

ირლანდიის კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილება საყოველთაო ხმის მიცემით წყდება. კონსტიტუციის მიღებიდან ანუ 1937 წლიდან, ქვეყანაში 38 რეფერენდუმი ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები