LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედური პოპის მაგია: Roxette-ის სიყვარულის ჰიმნებად ქცეული მელოდიები

111
შვედური პოპის მაგია Roxette-ის სიყვარულის ჰიმნებად ქცეული მელოდიები

როდესაც 1980-იანი წლების ბოლოს შვედური დუეტი Roxette მსოფლიო მუსიკალურ არენაზე გამოჩნდა, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გლობალური მუსიკალური დუეტი გახდებოდა. მერი ფრედრიკსონის მძლავრი ვოკალი და პერ გესლეს მელოდიური გონიერება, ეს იყო იდეალური კომბინაცია, რომელმაც ისეთი ჰიტები გვაჩუქა, როგორიცაა It Must Have Been Love, Listen to Your Heart და The Look. მათი მუსიკა დღესაც ცოცხლობს რადიოებში, ფილმებსა და მსნელეთა გულებში და აი, რატომ.

Roxette 1986 წელს შეიქმნა, თუმცა ორივე წევრი მანამდეც აქტიური იყო შვედურ მუსიკალურ სცენაზე. პერ გესლე უკვე ცნობილი გახლდათ, როგორც ჯგუფ Gyllene Tider-ის წევრი, ხოლო მერი ფრედრიკსონი სოლოარტისტად მუშაობდა. მათი გზები მალე გადაიკვეთა და დაიწყო მუსიკალური მოგზაურობა, რომელმაც მათ მილიონობით ფანი შესძინა. სიტყვა Roxette მომდინარეობს ბრიტანული როკ-ჯგუფის Dr. Feelgood-ის ერთ-ერთი სიმღერის სახელიდან.

1989 წელს მათი სიმღერა The Look ამერიკაში სრულიად შემთხვევით აჟღერდა. ახალგაზრდა ამერიკელმა სტუდენტმა ამ სიმღერის დემოვერსია ამერიკულ რადიოში გააჟღერა და პასუხმაც არ დააყოვნა, სინგლი მოხვდა Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შვედურმა ბენდმა ასეთი წარმატება ამერიკაშიც მოიპოვა, ლეგენდარული ABBA-ს შემდეგ.

სულ თავიდან სიმღერა It Must Have Been Love შობისთვის დაიწერა, ორიგინალური ვერსია იყო „It Must Have Been Love (Christmas for the Broken Hearted)“.  მოგვიანებით, ფილმ „ლამაზმანის” პროდიუსერებმა ფილმში სიმღერის ჩართვა მოითხოვეს, თუმცა შობის თემა მათ არ შეეფერებოდა. Roxette-მა ტექსტი შეცვალა, შობის ნაწილი ამოიღო და შეიქმნა ვერსია, რომელიც დღემდე კლასიკად და სიყვარულის ჰიმნად ითვლება.

მერი ფრედრიკსონის ძლიერი, ემოციური ვოკალი Roxette-ის სიმღერებს სულს ჰმატებდა. Listen to Your Heart სწორედ იმ სიმღერათა რიცხვშია, სადაც მისი ვოკალი უსაზღვრო ემოციას ავლენს. მერი იყო არა მხოლოდ ძლიერი ვოკალისტი, არამედ შთამბეჭდავი სცენური შემსრულებელიც. მერის 2002 წელს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად ამისა, მან გააგრძელა მუსიკალური მოღვაწეობა და მხოლოდ 2016 წელს დატოვა სცენა. იგი 2019 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი ხმა მუსიკაში მარადიული დარჩა.

საინტერესოა, რომ Roxette-ის მუსიკა საქართველოშიც დიდად პოპულარული იყო 1990-იან წლებში. მათი სიმღერები ხშირად ჟღერდა ქართულ რადიოებში, კლუბებში და კასეტებზე, რომლებსაც მეგობრები ერთმანეთთან ცვლიდნენ. მათი ჰიტი Spending My Time არაერთი თაობის სიყვარულის ფონად იქცა.

დუეტის ყველაზე წარმატებულია ალბომებია:

Look Sharp! (1988) – მათ breakout ალბომი, მოიცავს ჰიტებს The Look, Dressed for Success და Dangerous.

Joyride (1991) – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, რომელიც „ბითლზის“ სტილთანაც კი გააიგივეს.

Have a Nice Day (1999) – შემოქმედებითი ექსპერიმენტები და თანამედროვე ჟღერადობა.

Roxette იყო და რჩება უნიკალურ ფენომენად – პოპისა და როკის შესანიშნავი შერწყმა, რომელიც ათწლეულების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. მათი სიმღერები გვაბრუნებს წარსულში, მოგონებებში, სიყვარულში და იმ დროში, როცა მელოდია ყველაფერზე მეტს ამბობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები