LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიულმა კომპანიამ შექმნა სუპერსწრაფი თვითმფრინავი, რომელიც 16 000 კმ-ს 4 საათში გადის

133
Capture

შვეიცარიული სტარტაპი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს Destinus-ზე – სუპერსწრაფ თვითმფრინავზე, რომელიც ერთი შეხედვით უცხოპლანეტელთა კაფსულას ჰგავს.

რამდენიმე დღის წინ კი პროექტის ავტორებმა პირველი საცდელი ფრენის წარმატებით დასრულების შესახებ გვამცნეს. მწარმოებელი Destinus-ს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და ამავდროულად უსაფრთხო სამგზავრო ტრანსპორტად თვლის.

Destinus-ის ფრენაზე პასუხისმგებელია წყალბადის ძრავა, რომელიც ესპანურმა კომპანია ITP Aero-მ შექმნა. აგრეგატი ეკოლოგიურად სუფთაა, ერთადერთი რაც ფრენის დროს იწვება სითბო და წყალია.

სატესტო ფრენის დროს თვითმფრინავმა საათში 6125 კილომეტრის განვითარება შეძლო. ამავე სიჩქარით დაფრინავენ ამერიკული რაკეტებიც.

თვითმფრინავი ლონდონიდან ნიუ-იორკამდე მანძილს მხოლოდ 90 წუთში დაფარავს, არადა ჩვეულებრივ ხომალდს 8 საათი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები