LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილებს ვერ გავაჩენ, ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა მაქვს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს, როგორც ბავშვის, ასევე ჩემს სიცოცხლეს“ – სელენა გომესის გულახდილი ინტერვიუ და ულამაზესი ფოტოსესია

163
page

სელენა გომესმა Vanity Fair-ის ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა და გამოცემას საოცრად გულახდილი ინტერვიუც მისცა.

32 წლის ვარსკვლავმა გაამხილა, რომ საკუთარი შვილების გაჩენა არ შეუძლია და განმარტა, რომ ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„ეს არასოდეს მითქვამს, სამწუხაროდ, შვილებს ვერ გავაჩენ. ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა მაქვს, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს, როგორც ბავშვის, ასევე ჩემს სიცოცხლეს. თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სუროგაციასა და შვილების აყვანაზე ვფიქრობ“, – აცხადებს სელენა, რომელიც უკვე ერთი წელია პროდიუსერ, ბენი ბლანკოს ხვდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გომესი მილიარდერების სიას შეუერთდა. Bloomberg-ის ცნობით, მისი ქონება ამ დროისთვის 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაშიც არტისტსა და მსახიობს მნიშვნელოვნად დაეხმარა კოსმეტიკის ბრენდი, Rare Beauty, რომელიც მან 2019 წელს დააარსა.

შეგახსენებთ, სელენა გომესმა, რამდენიმე წლის წინ  „მგლურას“ გამო, სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, მას თირკმელი გადაუნერგეს. ამის შემდეგ კი ვარსკვლავს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს.

„ჯასტინ ბიბერის შემდეგ, სელენა გომესმა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა“ – შეყვარებულების უთბილესი ფოტოები

„ერთი ალბომიღაა დარჩენილი“ – სელენა გომესი გვემშვიდობება?

„მე ვარ ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს“ – სელენა გომესის პომპეზური იუბილე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები