ცოტნე აღდგომელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკველელობისა და სხვისი ნივთის განზრახ განადგურებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.
2020 წლის 21 დეკემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულს და ერთ პირს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც გაშველების მიზნით, ამ უკანასკნელის დისშვილი ჩაერთო. ბრალდებულმა ორივე პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მოკვლით დაემუქრა. დაზარალებული მოპედით შეეცადა შემთხვევის ადგილიდან გაქცეულიყო და ბრალდებულისთვის თავი აერიდებინა, თუმცა ბრალდებულმა მაღალი სიჩქარით დაძრა ავტომობილი, დაედევნა დაზარალებულს და შურისძიებისა და მოკვლის მოტივით, მაღალი სიჩქარით დააჯახა მათ ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული კი მიიმალა,”- აცხადებს პროკურორი მარიკა გოგოხია.
ბრალდებულს სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
“რვა თვე გავიდა იმ საშინელი დღიდან…. ცოტნე მომიკლეს… მომიკლეს განზრახ… შვილი მომიკლა ორი შვილის მამამ, რომელსაც არც მონანიება და არც სინანული უგრძვნია… არ ვიცი და არ მახსოვს… მისი ბოლო სიტყვები რვა თვის თავზეც. დასრულდა სასამართლო…”
სასამართლოს ვერდიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მოკლული არასრულწლოვნის დედა, ეკა ჯიქური.
მადლობა მინდა მოვუხადო ჩემი ბავშვობის მეგობარს, მაკა ბერაძეს, რომელიც ამ რვა თვის განმავლობაში ჩემთან ერთად განიცადა ყველაფერი, რასაც მე განვიცდიდი და ტკიოდა ისე, როგორც მე მტკიოდა და შესაბამის სტრუქტურებთან ყველანაირად დამეხმარა…
მაკა, ამას არასოდეს დაგივიწყებ…
მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ ლევან ჯალაღანიას და ქალბატონ მარიკა გოგოხიას, დაუზოგავი შრომისთვის…მინდა გისურვოთ წარმატებები, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს შთაბეჭდილებას იმდენად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით…
მადლობა მინდა მოვუხადო ქვემო ქართლის პროკურატურის ყველა თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობის გამოძიების პროცესში… მათ თავდადებით დაამტკიცეს სიმართლე…
მადლობას ვუხდი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყველა თანამშრომელს დაუზოგავი შრომისთვის ….
მადლობა რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ქეთევან ლუაშვილს იმისთვის რომ გამოიტანა განაჩენი ,რომელსაც მე არ ვეთანხმები და რა თქმა უნდა მაქსიმუმს ვითხოვდი… კარგი იქნებოდა საქართველოში შეიცვალოს კანონები და მაქსიმალურად სასტიკად დაისაჯონ მკვლელები რომ მომავალში არ მოკლან სხვისი შვილები… არ გამწარდნენ დედები…
მადლობა ფოლადაანთკარის მოსახლეობას, რომ არაფერი არ გინახავთ და არც გაინტერესებთ… დღეს თუ მე გამამწარეთ ხვალ თქვენი რიგია, იმიტომ რომ საკმარისი ნაძირალები გყავთ სოფელში, რომელსაც თქვენ თვითონვე მფარველობთ… ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ლოთობაში, ნარკომანობაში და მომავალ ჩხუბებში…
ისე რომ იცოდეთ დაუსჯელი არავინ რჩება… კანონს თუ გაექცევით უფლის სამართალს სად გაურბიხართ”, – წერს მოკლული მოზარდის დედა.