გასულ თვეს, ლეგენდარული მსახიობი, 76 წლის მაიკლ დუგლასი მეორე შვილიშვილის ბაბუა გახდა. მის ვაჟს, რომელიც მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, 42 წლის ქემერონს ვაჟი შეეძინა. კორონავირუსის პანდემიის გამო მსახიობმა შვილიშვილი დაბადებიდან ერთ თვეში პირველად ნახა.
ფოტო დუგლასმა „ინსტაგრამზე“ განათავსა. შავ-თეთრ ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ აჭმევს ამაყი ბაბუა ახალშობილ შვილიშვილს.
„დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ჩემი შვილიშვილი, რაიდერი პირველად ვნახე“, – ასე დაასათურა ფოტო მაიკლმა.
შეგახსენებთ, მაიკლ დუგლასი 1977-1995 წლებში დიანდრა მოლერაზე იყო დაქორწინებული. კეტრინ ზეტა-ჯონსზე კი 2000 წელს იქორწინა. მათ 17 წლის ქალიშვილი და 20 წლის ვაჟი ჰყავთ.