LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილივით ზრუნავს ოთხფეხა მეგობარზე“ – ფოტო რუსთაველიდან

428
dog

თამრო იდოიძე სოციალურ ქსელში ავრცელელებს ორ ფოტოს, რომლებიც რუსთაველზე გადაიღო. მასზე ასახულია ხანში შესული ქალბატონი, რომელსაც თბილად ჩაცმული ძაღლი მუხლებზე უზის.

„დედამიას სიყვარული ატრიალებს“, წერს ფოტოების ავტორი.

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც ამ ფოტოებმა გამოიწვია:

„მეც მასეთი რეაქცია მაქვს რამდენჯერაც ვნახავ. ყოველდღე მანდ ზის და სულ ასეთ პოზაში, ხან მეცოდება კიდეც ცუგო სიცხეშიც მასეა ხოლმე. ხან ქაშვეთის წინ სხედან, ხან პირველ სკოლასთან, ხან ცოტა ზემოთ და ასე“.

„კარგად ვიცნობ. ფულს ჩუქნის ხალხი „ამათ გამაზრდევინესო“. იმ დღეს ერთი დედალი მოზრდილი ლეკვი აეკიდათ. ამ ძაღლს უხაროდა, ეთამაშებოდა. მერე ის ლეკვი დაიკარგა და ეს სერიოზულად დარდობდა“

„მგონია მზრუნველობა და სიყვარული აკლია ამ „საწყალ“ კაცს… შვილივით ზრუნავს ოთხფეხა მეგობარზე… ღმერთო, არავინ იცის ვის რა და ვინ ენატრება “.

„საყვარლები, როგორ ადამიანივით ზის კალთაში“.

„მეტროში შემოიყვანა გუშინ ისეთი საყვარლები იყვნენ და ისე გვიყვებოდა ამ ძაღლის ისტორიას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g