LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილმა მამას უკანასკნელი სურვილი აუსრულა და კაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა

41
32143

მომაკვდავმა მამამ შვილის ქორწილი ნახა და ამის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. Asia One-ის ინფორმაციით, შემთხვევა სინგაპურში მოხდა და გოგონამ მამის უკანასკნელი სურვილის ასრულება მოასწრო – საქორწინო ცერემონია პირდაპირ საავადმყოფოში მოაწყო.

როგორც 29 წლის სენ ჰუი სინი ამბობს, მამამისს სახელად გენრის კიბოს დიაგნოზი 3 წლის წინ დაუსვეს. ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ძალიან სარისკო იქნებოდა, რადგან მამაკაცს გულის პრობლემები აწუხებდა. ამიტომ ოჯახმა ქიმიოთერაპიით და დასხივებით მკურნალობა გადაწყვიტა.

თავიდან გენრის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ოჯახს უთხრეს, რომ პაციენტს 3 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი და კაცი საავადმყოფოში დააწვინეს. „ჩვენ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, ჰქონდა თუ არა მამას აუსრულებელი ოცნებები, ამ დროს დედამ მითხრა რომ ის ყოველთვის ოცნებობდა ქალიშვილის ქორწილი ენახა“ – იხსენებს სენი.

გოგონამ და მისმა საქმრომ გადაწყვიტეს ცერემონია უმოკლეს დროში დაეგეგმათ. წყვილს მოხალისეთა ჯგუფიც დაეხმარა და საავადმყოფოში ქორწილიც დაიგეგმა. 3 დღეში შენობაც გააფორმეს, ვიზაჟისტსაც შეუთანხმდნენ, ყვავილის თაიგულიც შეუკვეთეს და მოკლედ ყველა დეტალი მოაგვარეს.

„ყველაფერმა იმაზე ბევრად კარგად ჩაიარა, ვიდრე ველოდი.“ – იხსენებს პატარძალი.
ცერემონია ძალიან ემოციური გამოვიდა და მას შემდეგ რაც უკანასკნელი სურვილი აისრულა გენრიმ ეს სამყარო მშვიდად დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები