სიამ ახალი თრექი „Unforgettable“ გამოუშვა. სიმღერის პრემიერა iTunes-ზე შედგა, მოგვიანებით კი ის სხვა მუსიკალურ საიტებზეც გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ სიმღერა მულტფილმ „დორის ძიებაში“ საუნდტრეკი გახდება, რომლის პრემიერაც ივნისის დასაწყისში შედგება და ის ნემოს შესახებ პოპულარული მულტფილმის გაგრძელება იქნება.
რაც შეეხება თავად სინგლს, ის ნატ კინგ კოულის ცნობილი ჰიტის ქავერს წარმოადგენს.
https://www.youtube.com/watch?v=fMVlYk6uNB0