ავსტრალიის უდიდეს ქალაქ სიდნეიში 1 დეკემბრიდან შეზღუდვები მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის იხსნება.
მათ ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ექნება ამ თარიღისთვის მიღებული, მაღაზიებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში ვერ შევლენ.
“არავაქცინირებულთა სიცოცხლე ძალიან რთული იქნება, განუსაზღვრელი ვადით” – პრემიერი
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბევრი ბიზნესი უარს აცხადებს აუცრელების მიღებაზე.