LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდრის კულტურა და ცხენების პატივისცემა: იუნესკომ არამატერიალური მემკვიდრეობის სიას ახალი ტრადიციები დაუმატა

105
sidra-en-asturias_4f4019f0_24120

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია ევროკავშირის ქვეყნებიდან ათობით ტრადიციით შეივსო. სიახლის შესახებ თავად იუნესკო წერს.

ესპანეთმა მსოფლიოს ასტურიული სიდრის კულტურა აჩუქა. ამ რეგიონში სიდრის ნამდვილი კულტი არსებობს: თითოეული მოქალაქე წელიწადში 40 ლიტრ სიდრს მიირთმევს, საშუალო ესპანელი კი მხოლოდ – 2 ლიტრს. ასტურიაში ყოველ წელს 45 ათას ტონა ვაშლს აგროვებენ სიდრის წარმოებისთვის, თან მხოლოდ ადგილობრივ სახეობებს იყენებენ.

ესტონეთიდან კულტურული მემკვიდრეობის სიაში კარტოფილის პიურეს მომზადების ტრადიცია შევიდა. განსაკუთრებულ პიურე მულგიმას რამდენიმე დღის განმავლობაში ამზადებენ, რათა გემო უფრო არომატული გამოვიდეს. თანაც ყველა ოჯახს თავისი საკუთარი რეცეპტი აქვს.

რაც შეეხება პორტუგალიას, ქვეყანას გამორჩეული ცხენის ხელოვნება აქვს. ეს ხელოვნება ცხენთან ძალის გამოყენების გარეშე კომუნიკაციას გულისხმობს. ეს ტრადიცია ცხოველის პატივისცემასა და სიყვარულზეა აგებული.

ბაზრობების ჩატარების კულტურა სიაში საფრანგეთიდან და ბელგიიდან მოხვდა. თებერვლიდან ნოემბრამდე ბაზრობები ხალხმრავალ ადგილებში ტარდება, იქვე ეწყობა ატრაქციონები და სხვა გასართობები. საინტერესო კულტურა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და თაობიდან თაობას გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები