LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიძე-პატარძალმა ქორწილში მისულ სტუმრებს ღონისძიებაზე დასასწრებად ფულის გადახდა მოსთხოვა

64
FORTUNA.GE (1)

სიძე-პატარძალმა სტუმრები გააფრთხილეს, რომ ქორწილში მისულებმა თან 10-10 დოლარი იქონიონ, რადგან ფულის გარეშე დღესასწაულზე დასწრებას ვერ შეძლებენ. ეს ყველაფერი არ არის და სტუმრებმა თან თავისი სკამებიც უნდა მიიტანონ, ისე ვერსად დასხდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია Reddit-ზე თავად დედოფალმა გაავრცელა.

პოსტის 23 წლის ავტორმა დააზუსტა, რომ ის და მისი 23 წლის საქმრო დაქორწინებას რამდენიმე კვირაში გეგმავენ. იქიდან გამომდინარე, რომ წყვილს ქორწილისთვის ბევრი ფულის დახარჯვა არ სურს, მათ გადაწყვიტეს დღესასწაული ბუნებაში მოაწყონ. ქორწილი კანიონში გაიმართება და მას სულ 20 სტუმარი დაესწრება. წყვილმა სტუმრებს თან სკამების მოტანა სთხოვეს, რათა მათ სადმე დასხდომა შეძლონ. გოგონამ ისიც დაამატა, რომ სადღესასწაულო ვახშმის ნაცვლად მათ მოკრძალებული სადილი ექნებათ.

წყვილის სურვილი რაც შეიძლება მეტი ფული დაეზოგათ, ამ ყველაფრით არ შემოიფარგლა და მათ თითოეულ სტუმარს თან 10 დოლარის წამოღება სთხოვეს, რადგან ტერიტორიაზე შესვლა ფასიანია.

როდესაც პატარძლის დამ მოსაწვევი მიიღო, ძალიან გაბრაზდა და ნათესავი სიძუნწეში დაადანაშაულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები