ინდონეზიაში სიძის მამას მოუწია შვილის ნაცვლად ექორწინა. ამაზე წერს Tribun Sumsel.
ინციდენტი 19 აგვისტოს მოხდა სოფელ ჯიკოტამოში კუნძულ ხალმახერაზე. გოგონა, რომლის ინიციალებია С.А. ვინმე ისრას უნდა გაჰყოლოდა ცოლად. ქორწილში სტუმრები და ნათესავები ორივე მხრიდან მივიდნენ, მაგრამ ქორწილის დღეს საქმრო გაიქცა და ვერსად ვერ მიაგნეს.
С.А.-ის ახლობლებმა ზეიმისთვის 25 მილიონი რუპია დახარჯეს და არ სურდათ მისი დაკარგვა. ისრას საქციელმა მამამისის აიძულა ვითარება გამოესწორებინა. ის დათანხმდა შვილის ნაცვლად ექორწინა გოგონაზე, რათა ის სირცხვილისგან ეხსნა.
მომხდარის ვიდეო ერთ-ერთმა სტუმრამა სოცქსელში დადო და დისკუსიაც გამოიწვია. ზოგი პატარძალს თანაუგრძნობდა, ზოგი ოჯახს ამტყუნებდა რადაც არ უნდა დაჯდომოდათ ქორწილი რომ უნდა გადაეხადათ.
ამასთან, დღემდე უცნობია რა მოუვიდა ისრას. არსებობს ორი ძირითადი ვერსია: ამ ბოლო მომენტში შეეშინდა ქორწინების, ან სხვა ქალი ჰყავს.