LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ” – კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე

2722
კკკკკკ

‘სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ” – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს შეკითხვაზე, სწორად იყო თუ არა შევსებული სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 23 მეტრი სიგრძის და 10 მეტრი სიგანის უნდა ყოფილიყო.

“საიდან იგონებთ ხოლმე ასეთ რაღაცებს ან რატომ…გაერთეთ, ახალი წელია, ისიამოვნეთ…თქვენ გჭირდებათ ახლა სიამოვნება და გართობა…”- უთხრა ჟურნალისტს კალაძემ.

ჟურნალისტმა ამაზე მერს უთხრა, რომ ის არა „ნაცი“ , არამედ მედიის წარმომადგენელია.

„კარგი ახლა, მედიას ცოტა ზედმეტია,“ – უპასუხა კალაძემ ჟურნალისტს.

 

შეგახსნეებთ, თბილისის მთავარი ნაძვის ხე, რომლის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია გუშინ ანთო. ღონისძიებაში მონაწილეობა კახა კალაძემ მიიღო და აღნიშნა, რომ თბილისის მთავარი ნაძვის ხით კმაყოფილია.

თბილისში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

“ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიების მომზადებაში. მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს.” – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს ნაძვის ხეს, ნორვეგიიდან ჩამოიტანენ.

კახა კალაძე: მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან

დღეიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრება მოქალაქეებს ორ ლოკაციაზე, პირველი რესპუბლიკის და ორბელიანის მოედანზე შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g