CNN როჯერ ნელსონის, იგივე პრინსის სიმღერის უცნობ ვერსიას ავრცელებს. I Feel For You, – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც მომღერლის მეორე სტუდიური ალბომის გამოსვლიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, სიმღერა 1978 წელს ჩაიწერა, მასში კარგად იგრძნობა მომღერლის ჩვეული ხელწერა – რიტმი ამყოლი, მელოდია დასამახსოვრებელი და სიტყვები მრავლისმთქმელი. სიმღერას ჰიტად ქცევას უწინასწარმეტყველებენ.