LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერის მასტერკლასი ჩაატარა” – ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი მადრიდის სამეფო თეატრში

705
qetevan-qemoklidze

მსოფლიოში წარმატებით მოღვაწე ქართველმა საოპერო მომღერალმა კიდევ ერთხელ დაიპყრო მადრიდის რეალის სცენა. ამჯერად სეზონის გახსნაზე მან შეასრულა ებოლის პარტია ვერდის ,,დონ კარლოსი”. ესპანელი პრინცესის როლი მას უკვე შესრულებული აქვს მსოფლიოს სხვა და სხვა წამყვან სცენაზე სადაც, როგორც მადრიდში პუბლიკის და კრიტიკოსების დიდი აღტაცება გამოიწვია. ესპანეთის წამყვანმა გაზეთმა ,,ლა რასონმა” აღნიშნა, რომ ქეთევან ქემოკლიძის ებოლი ნამდვილი ფუფუნებაა. მუსიკალურმა ჟურნალმა ,,პლატეა მაგაზინმა” კი დაწერა:

,,შესანიშნავი, როგორც მომღერალი ასევე მსახიობი ქეთევან ქემოკლიძე ებოლის როლში. ულამაზესი ხმის ტემბრით, რომელმაც სიმღერის მასტერკლასი ჩაატარა Aria del velo – თი (სრულყოფილი და კარგად შეფერილი კოლორატურები) და ასევე O don fatale-ში; მაგრამ უნდა გამოვყო მისი სახე ბაღის სცენის ტრიოში, სადაც ის იყო არაჩვეულებრივი და დიდებული, ნამდვილი ვეფხვი, როგორც ამას ლიბრეტო ამბობს.”

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g