LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელიან: „მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ტემპერატურის კლება და ქარის გაძლიერება“

460
ამინდის პროგნოზი

31 მაისის ჩათვლით, საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ამინდი 31 მაისის დღის ბოლოს შეიცვლება – მოსალოდნელია ნალექი, რომელიც 1 ივნისამდე შენარჩუნდება, 2 ივნისს კი კვლავ გამოიდარებს.

„31 მაისის ჩათვლით, მთელს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. არამდგრადობა და სინოტივე შუადღისა და საღამოს საათებში ცალკეულ რაიონებში წვიმას და ელჭექს გამოიწვევს.

დასავლეთ საქართველოში, 31 მაისამდე 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 31 მაისს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოშიც ჰაერი 30-31 გრადუსამდე გათბება.

1 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, [5 გრადუსით], საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი წვიმა. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.

2 ივნისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა შემცირდება, ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება წვიმა ელჭექით. 6-7 ივნისამდე ტემპერატურის მატება გაგრძელდება, თუმცა ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით“, – განუცხადა მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები