LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირცხვილი და კატასტროფა იქნება სააკაშვილი ციხეში რომ მოკვდეს, ეს იქნება თავის მოჭრა: ალეკო ელისაშვილი

232
BeFunky-collage (5)

ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლი და კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო მოკ­ვდეს. ეს იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის თა­ვის მოჭ­რა, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერში განაცხადა

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ცი­ხე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას.

“მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ერთ ნა­წილ­ზე მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ერთ სულ­ზე იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლი­ყო, რათა რა­ღაც მუხ­ტი გა­ჩე­ნი­ლი­ყო და რე­ვო­ლუ­ცია მო­ე­წყოთ. მე­ო­რე მხრივ, მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ნა­წილს ერთი სურ­ვი­ლი ჰქონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხით პრობ­ლე­მა “სტა­ლი­ნუ­რად“ მო­ე­შო­რე­ბი­ნ” – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, მას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ სააკაშვილის ციხეში, ჯანმრთელად ყოფნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

“გული მწყდება, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველა თავისი გადასახედიდან, პარტიული ჭუჭრუტანიდან უყურებს. სახელმწიფოს იმიჯზე არავინ ფიქრობს” – აცხადებს ელისაშვილი.

“მოქალაქეების” ლიდერის თქმით< სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაულები, რაზეც პასუხი უნდა აგოს.

“რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, პა­სუ­ხი უნდა აგონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა არ არის ინ­დულ­გენ­ცია“, – გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ელი­საშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ცი­ხე­ში მყო­ფი პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია არამ­ხო­ლოდ თა­ვად პა­ტი­მა­რი, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოც.

“ვი­ღა­ცე­ბი ახლა ძა­ლი­ან იფხა­ნენ გულს იმით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ჰყავთ. ეს ახა­სი­ა­თებს იმ ხალ­ხს, ვინც დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლით – სა­დღაც ჩუ­მად იყ­ვნენ და შე­იძ­ლე­ბა ტაშს უკ­რავ­დნენ. შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მაღ­ლა თუ არ და­დე­ქი, არც კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ და შე­სა­ბა­მი­სად არც კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი. ცი­ხე­შია, მეტი რაღა გინ­და?“, – აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g