დომინიკის რესპუბლიკაში, ფილმის Shotgun Wedding გადაღებები დასრულდა. 51 წლის ჯენიფერ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ ფილმის გამოსვლის თარიღი გაამხილა, მძაფრსიუჟეტიან კომედიას მომავალი წლის ზაფხულში ვიხილავთ. ცნობისთვის, ფილმში ლოპესს პარტნიორობას ჯოშ დიუამელი და ლენი კრავიცი უწევენ.
სანამ ალექს როდრიგესი ჯეი ლოს დაბრუნებას ცდილობს, ლოპესი „ინსტაგრამზე“ პოსტს ავრცელებს
გადაღებების დასრულება 56 წლის მუსიკოსმა და მსახიობმა, ლენი კრავიცმაც აღნიშნა და სოციალური ქსელის საშუალებით ჯეი ლოსთან ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გაავრცელა, რომელსაც თან ემოციური სიტყვები დაურთო.
„ჯენიფერ, ამდენი წლიანი მეგობრობის შემდეგ, როგორც იქნა საერთო საქმით დავკავდით, ეს არის გამოცდილება, რომელსაც მუდამ გავუფრთხილდები, სიყვარული და პატივისცემა შენ ჩემგან“, – წერს ლენი.
ლენი კრავიცი ჯენიფერ ლოპესის ქალიშვილს გიტარაზე დაკვრას ასწავლის – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს