LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ალექს როდრიგესი ჯეი ლოს დაბრუნებას ცდილობს, ლოპესი „ინსტაგრამზე“ პოსტს ავრცელებს

6811
42343638-0-image-a-23-1619648608225

დომინიკის რესპუბლიკაში, ფილმის Shotgun Wedding გადაღებები დასრულდა. 51 წლის ჯენიფერ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ ფილმის გამოსვლის თარიღი გაამხილა, მძაფრსიუჟეტიან კომედიას მომავალი წლის ზაფხულში ვიხილავთ.

„დიდი სიახლე, ფილმი 2022 წლის 29 ივნისს გამოვა, ერთი სული გვაქვს ფილმს როდის ნახავთ“, – წერს ლოპესი.

თავისუფალი და ბედნიერი - 51 წლის ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს

ვარსკვლავს თეთრი პერანგი და ამავე ფერის ჯინსის შარვალი აცვია, ხელში კი საკუთარი სახელის ინიციალებიანი ჭიქა უჭირავს

როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესისთვის პარტნიორობა არმი ჰამერს უნდა გაეწია, თუმცა ის სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო, კინოინდუსტრიას დროებით ჩამოშორდა, ის ჯოშ დიუამელმა ჩაანაცვლა.

ჯეი ლო და ჯოში წყვილის როლს ასრულებენ, ისინი საქორწინო ცერემონიალზე იმყოფებიან, რა დროსაც მათ ახლობლებს მძევლად აიყვანენ, ისინი ბანდიტების წინააღმდეგ გაერთიანდებიან.

შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნული ფილმის გადაღებების პარალელურად დაეძაბათ ურთიერთობა ლოპესსა და მის საქმროს, ალექს როდრიგესს. ისინი 2 თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად როდრიგესი მის დაბრუნებას აქტიურად ცდილობს, თუმცა ამაოდ.

„როგორც კარგი მეგობრები“ – ჯეი ლო და ალექსი განშორების შემდეგ სავახშმოდ იმ რესტორანში იყვნენ, სადაც ერთმანეთი გაიცნეს

ცნობისთვის, ჯეი ლო უკვე ლოს-ანჯელესში იმყოფება, ის პაპარაცებმა ამჯერად დედასთან, 75 წლის გვადალუპე როდრიგესთან ერთად დააფიქსირეს. დედამ ლოპესს დილის ვარჯიშის დროს მეგზურობა გაუწია. მედიაში წერენ, რომ ლოპესს დედამ ალექეს როდრიგესთან განშორების შემდეგ, სანუგეშოდ ჩააკითხა.

საქმროსთან დაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესს სანუგეშოდ დედამ ჩააკითხა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები