LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კარგი მეგობრები“ – ჯეი ლო და ალექსი განშორების შემდეგ სავახშმოდ იმ რესტორანში იყვნენ, სადაც ერთმანეთი გაიცნეს

228
page

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ამბავი ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის განშორებაა. წყვილი 4 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს გასულ თვეს დაშორდა, თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, ისინი მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ.

„ამას ვერ აიტანდა“ – ჯეი ლოსა და ალექსის ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

თავისუფალი და ბედნიერი – 51 წლის ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს

სულ ცოტა ხნის წინ გამოცემა ET-ს ინსაიდერმა აცნობა, რომ ექს-წყვილი ერთმანეთს შეხვდა და იმ რესტორანში ივახშმა, სადაც მათ 2017 წელს ერთმანეთი გაიცნეს.

„შეხვედრა მეგობრული იყო და არანაირ რომანტიკულ ხასიათს არ ატარებდა“, – აცხადებს ინსაიდერი. ისინი ვახშმის შემდეგ ცალ-ცალკე წავიდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ალექსის ქალიშვილის დაბადების დღე იყო, ჯეი ლომ მას გულითადად მიულოცა იუბილე.

ალექს როდრიგესის დავიწყებაში ჯეი ლოს ყოფილი ქმარი, მარკ ენტონი ეხმარება – ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები