ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 4 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, ამის შესახებ პირველად ინფორმაცია ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა. დიახ, ჯენიფერ ლოპესი კვლავ თავისუფალია და როგორც ჩანს, ალექს როდრიგესთან 4 წლიანი რომანის დასრულებას დიდად არც განიცდის. რაც შეეხება ალექსს, ყოფილი სპორტსმენი თავიდან ფეხებამდე საქმეშია გადაშვებული, რათა წარუმატებელ რომანსა და ჯეი ლოზე არ იფიქროს.
თავისუფალი და ბედნიერი – 51 წლის ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს
როდესაც უკან მოსაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილია – მიტოვებული ალექს როდრიგესი მიფრინავს
ახლახანს ინსაიდერის მიერ მათი ბოლონდროინდელი ურთიერთობისა და განშორების შესახებ ახალი ფაქტები გასაჯაროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
ტაბლოიდების ცნობით, განშორების ინიციატორი ჯეი ლო იყო, ის ამას დაჟინებით ითხოვდა, რადგან მათ ურთიერთობაში უამრავი გაურკვეველი დეტალი იყო. იყო თუ არა რეალურად ღალატის ფაქტი ალექსისგან, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ლოპესი გამუდმებულ ეჭვებში ვერ იქნებოდა და ,,ამას ვერ აიტანდა“.
„ბოლო პერიოდში ჯენიფერი აღარ იყო ბედნიერი, ამიტომაც ალექსთან დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ, თუმცა მათი გზები გაიყო. ჯეი ლო არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლებიც უმოქმედოდ სხდებიან ტირიან, ბავშვები მისთვის ყველაფერია“, – განაცხადა ინსაიდერმა.