გუშინ საღამოს გავრცელდა „ნეტფლიქსის“ დოკუმენტური სერიალის ტრეილერი მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პრემიერა, რომელიც შეგნებულად პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა.
დღეს ახალი სერიალის ტრეილერი დეტალურად გაარჩიეს. აქ მაყურებელი ნახავს აქამდე უცნობ კადრებს წყვილის ცხოვრებიდან, მათ შორის ცეკვას ქორწილში, ბუკინგემის სასახლის დატოვების კადრებს, მეგანისა და ჰარის რომანტიკულ ფოტოებს, ორსულ მეგან მარკლის და სხვა. ფილმი გვიყვება, როგორი იყო წყვილის მიერ სასახლის დატოვების გადაწყვეტილება და როგორ იპოვეს მათ რეალური ბედნიერება.
პროექტის რეჟისორი ლიზ გარბუსია და ის ეკრანებზე დეკემბერში გამოვა. აქვე ვრცელდება ვიდეო, როგორ ტრიან მეგანი და ჰარი ტრეილერის ყურების დროს.
წითურთმიანი პრინცი არჩი – პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილის ფოტომ ინტერნეტი ააფეთქა