LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„„სიზმარში გნახე ანა, ისეთი ლამაზი იყავი, ცალი ხელი თაბაშირში გქონდა …ნეტა მე მოვმკვდარიყავი, ლერი როგორ მიატოვე, რა ეშველება უშენოდ“ – გორში დაღუპული დედა-შვილის ოჯახის ახლობელი

100
2026-07-27_00-28-21_930345

13 ივლისს, გორში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ქალაქის ცენტრში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 წლის გოგო კი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის ახლობელი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„სიზმარში გნახე ანა.. ისეთი ლამაზი იყავი, სკოლა რომ დაამთავრე გრძელი ტალღა- ტალღა ლამაზი თმებიდან მიცინოდი.. სახლი იყო უცნაურად სახელდახელოდ გარემონტებული ჭერი სანახევროდ შელესილი, კედელი გაბზარული.

ვაიმე აქ რა გინდა მეთქი და სასწრაფოდ დავიწყე შენი ტანსაცმლის ჩანთებში ჩალაგება..მანქანაში ჩავსხედით. შენ იყავი მძღოლი, ცალი ხელი თაბაშირში გქონდა და ფრთხილად, ფრთხილად ანა მეთქი..
სოფლის დაღმართზე შავებში ჩაცმული ხალხი მოდიოდა..
ეტყობა ამათ არ იციან ყველაფერი ტყუილი რომ არის მეთქი

ანა დაასიგნალე, დაასიგნალე მეთქი!- გამეღვიძა. ნეტა მე მოვმკვდარიყავი და შენ არა!
ორი კი არა ყველა მოვკვდით..
მე კარგი მაგრამ ლერი როგორ მიატოვე რა ეშველება უშენოდ..
ანა, ჩემო დამტირებელო, მე დაგტირი ..
გაამკაცრეთ კანონი! სამუდამო უნდა მიესაჯოს ყველას ვინც ნასვამი და გაბრუებული დაჯდება საჭესთან!.

17 წლის იარაღით მოკლა უვადო მუხლი უდგება და ამ ლოთმა რომ ჩემი ლამაზი ანა და მართა მომიკლა ისე რომ ვეღარ ვცნობდით 8-იდან 12 წლამდე?
როდემდე უნდა ხოცონ და აუბედურონ ოჯახები ხალხო ხმა ამოიღეთ!
დღეს მე ვტირი და ხვალ ვისი ოჯახი გამწარდება..
ანა რა მწარე ხარ, ჩემო ანიკო“, – წერს ირმა ამბარდნიშვილი.

„მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა“ – გორში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

„დავიღუპე, ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი ანგელოზი მართა… როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას“ – რას წერს გორში ავარიის დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობელი

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები