LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო გზაზე გავაცილეთ ანა და მართა“ – გორში მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული დედა-შვილი დღეს დაკრძალეს

399
ტრაგედია გორში

13 ივლისს, გორში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ქალაქის ცენტრში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 წლის გოგო კი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღეს საზოგადოებამ ტრაგიკულად გარდაცვლილი დედა-შვილი ანი ბერიანიძე და 3 წლის მართა, ბოლო გზაზე გააცილა.

„ბოლო გზაზე გავაცილეთ ანა და მართა“ – წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური და გორში მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული დედა-შვილის დაკრძალვიდან ვიდეოს აქვეყნებს.

„მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა“ – გორში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

„დავიღუპე, ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი ანგელოზი მართა… როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას“ – რას წერს გორში ავარიის დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობელი

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები