LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაე, ბოლო იყოს ჩემი ანას და მართას სიკვდილი უპასუხისმგებლო მძღოლების გამო“ – რას წერს გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი

189
თაკო ბარბაქაძე (1)

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ხვალ, 17 ივლისს, 14:00 საათზე, გორის საკათედრო ტაძარში. დაკრძალვა 18 ივლისს, 14:00 საათზე, კვერნაქის სასაფლაოზე.

დაე, ბოლო იყოს ჩემი ანას და მართას სიკვდილი უპასუხისმგებლო მძღოლების გამო! ყველას მადლობა სამძიმრისთვის, თანადგომისთვის!“ – წერს ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, 13 ივლისს საღამოს, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა.

ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ხოლო 3 წლამდე ბავშვი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის დღესვე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები