LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SJC: „აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა“

148
კანონპროქტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული

„17-18 აპრილის ღამეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, ანდრო ჭელიძეს, საქალაქო სასამართლომ ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი – პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი საჩივარი დაუშვებლად ცნო“, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ [SJC] ავრცელებს.

როგორც SJC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „დაკავებული, აქციის მიმდინარეობისას არ არღვევდა საზოგადოებრივ მშვიდობას და მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში“.

ორგანიზაცია დაზარალებულის თანხმობით, მოწმის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს და წერს, რომ „სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულება ნათლად ასახავს, როგორ ძალადობს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად ანდრო ჭელიძეზე“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და რეპრესიული ფორმით აქციის მონაწილეების დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას ისახავდა მიზნად.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე – ანდრო ჭელიძე, რომელიც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულებები ნათლად ასახავს, როგორ ძალადობს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად ანდრო ჭელიძეზე. ძირს წაქცეულ აქციის მონაწილეს ორი პოლიციელი ფეხებს ურტყამს, დანარჩენი სამართალდამცავები კი ფაქტს რეაგირების გარეშე უყურებენ. დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს მოწმის მიერ გადაღებულ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს. ძალადობრივი დაკავების კადრები გაავრცელა ტელეკომპანია „ფორმულამაც“. ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება.

„12 პირი სასტიკად ნაცემია, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ე.წ. რობოკოპები, სპეციალური სამსახურის რაზმის წევრები ახორციელებდნენ“ – DRI-ის ცნობით, სამართლებრივ დახმარებას აქციის 13 მონაწილეს უწევენ

მნიშვნელოვანია:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ – შეწყვიტოს აქციის მონაწილეების უსაფუძვლო დაკავება და უზრუნველყოს პოლიციელის მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეო-კამერების ჩართვა ვალდებულება?;

პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა – ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, შეწყვიტონ ადმინისტრაციული საქმის წარმოება;

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა – დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობაზე;

საქართველოს სახალხო დამცველმა – განახორციელოს საპროტესტო აქციების მონიტორინგი უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციის მიერ ძალის გამოყენების აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ, ასევე, გააძლიეროს ძალისხმევა დაკავებულ პირთა რაოდენობის დადგენისა და მათი ადგილსამყოფელის მოძიების პროცესში;

საქართველოს პარლამენტმა – გაიწვიოს ინიცირებული რუსული კანონპროექტი და მის ნაცვლად, რეალურად განახორციელოს ევროინტეგრაციის გზაზე განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმები“, – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები, იკვეთება არაპროპორციული ძალის გამოყენება” – ომბუდსმენი მონიტორინგის პირველად შედეგებს ასაჯაროებს

magti 5g