„ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო. ზოგადად, მასთან დაკავშირებული საკითხი თუნდაც პოლიტიკურად ან სამართლებრივად გარკვეულიყო,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი აზრით, სჯობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში, საქართველოში.
„ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა ტვ „იმედთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება დაანონსა.