სკარლეტ იოჰანსონი ლონდონში ახალი ფილმის ფოტოსესიაზე თავის კოლეგებს შეუერთდა. ფილმში „ოსკარის“ ორგზის ნომინანტი მსახიობი ჯონათან ბეილისთან, რუპერტ ფრენდთან და ოსკარის ორგზის მფლობელ მაჰერშალა ალისთან ერთად მონაწილეობს. „იურული სამყაროს აღორძინების“ სარეკლამო ტურნეს პირველ ეტაპზე იოჰანსონმა „სკიაპარელის“ მოკლე შავი კაბა შეარჩია, რომელიც ოქროსფერი ღილებით იყო მორთული.
იოჰანსონის აქსესუარები მარტივი და სადა იყო, რამდენიმე ბეჭედი და გრძელი საყურეები. მსახიობის სილამაზეს ქერა თმა, ბუნებრივი ტალღებითა და თამამი მაკიაჟით, უფრო გრაციოზულს ხდიდა
ძველი ჰოლივუდის გლამური წითელ ხალიჩაზე – სკარლეტ იოჰანსონი „ივ სენ ლორანის“ წითელ რეტრო კაბაში


