სკარლეტ იოჰანსონი Variety-ის გარეკანზე მოხვდა. 38 წლის მსახიობმა მრავალფეროვანი „ლუქები“ მოირგო, რომლებიც ძველი ჰოლივუდური სტილით იყო შთაგონებული. ინტერვიუში მან კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
„ჩემი ქმარი ძალიან პრაგმატული ადამიანია, ის არასდროს იძაბება ზედმეტი რაღაცების გამო“, – აცხადებს სკარლეტი.
ცნობისთვის, კოლინ ჯოსტი სკარლეტის მესამე ქმარია, გასულ წელს წყვილს შვილი შეეძინა.
ფოტო: ისე ბრწყინავს, როგორც არასდროს – სკარლეტ იოჰანსონი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა