LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკარლეტი გვაჩვენებს, როგორ არ უნდა მოიქცეს გათხოვილი ქალი“ – სკარლეტ იოჰანსონისა და ჯონათან ბეილის კოცნა წითელ ხალიჩაზე და ვიდეო, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა

326
page

ლონდონში, ახალი ბლოკბასტერის, „იურული სამყარო 4: აღორძინება“ პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და „ბრიჯერტონების“ ვარსკვლავი, ჯონათან ბეილი ასრულებენ. პრემიერამ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

საქმე ისაა, რომ სკარლეტი თავის ეკრანულ წყვილს დიდი აღმაფრენით შეხვდა და მას აკოცა. მედია უკვე აჭრელდა მათი კოცნის ფოტოებითა და ვიდეოებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კოცნა, როგორც ჩანს, უბრალოდ მეგობრული ჟესტი იყო, ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.

„კოლინ, შენი დღეები დათვლილია“, „ამ ბიჭის შარმს ვერც სკარლეტი აუვლიდა გვერდს“, „უნდა ვაღიაროთ, რომ ერთმანეთს საოცრად უხდებიან“, „სკარლეტი გვაჩვენებს, როგორ არ უნდა მოიქცეს გათხოვილი ქალი“, – არ წყდება კომენტარები.

სკარლეტ იოჰანსონი „სკიაპარელის“ მოკლე შავი კაბაში ახალი ფილმის ფოტოსესიაზე

თეთრი კაბა და ალისფერი ტუჩსაცხი – სკარლეტ იოჰანსონის თვალწარმტაცი გამოჩენა მეუღლესთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები