რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, სხვადასხვა ქვეყანაში რუსული ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა გააკეთა, ინფორმაციას კი „ავიანიუსი“ ავრცელებს.
„ჩვენ ქვეყანაში სულ 1,367 ათასი თვითმფრინავი გვყავდა. დავკარგეთ 78 თვითმფრინავი, ისინი ფრენების დროს დააკავეს”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ლაინერები დააკავეს, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია მეგობრულად მიიჩნევს – თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
