LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებს აქვთ პირბადეების ლიმიტირებული მარაგი, თუმცა, მოსწავლის უზრუნველყოფაზე მშობელმა უნდა იზრუნოს

85
მოსწავლეები პირბადით - ფორტუნა

„ყველა საჯარო სკოლა სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფილია,” – ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სკოლის შენობის დეზინფექცია და სველი წესით დალაგება, პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება. ასევე, ბავშვებისა და დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეგულაციების შესრულებაზე მიმდინარეობს კონტროლი.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, 67-ვე საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით. აგრეთვე, სკოლებს აქვთ პირბადეების ლიმიტირებული მარაგიც.

“იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსწავლეს პირბადე დაავიწყდება, დაუზიანდება ან სხვა მიზეზის გამო არ ექნება, სკოლა მას სამედიცინო ნიღბით უზრუნველყოფს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსწავლეს  პირბადეები ყოველდღიურად დაურიგდება. მოსწავლის პირბადით უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნოს მშობელმა, თუმცა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, სკოლებს გარკვეული მარაგი გადაეცათ“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ,  რომ მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა.

magti 5g