LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში გატარებული ღონისძიებები ვერ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციის პირობებს: სახალხო დამცველი

87
FORTUNA.GE- (7)

“ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.” – სახალხო დამცველი მიმართვას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს 2021 წლის 29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ის საუბრობდა პანდემიის პირობებში, სწავლების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე.

გაეროს პოზიციით, სკოლების დახურვამ საფრთხის ქვეშ დააყენა ბავშვების განათლების უფლება: სახალხო დამცველი გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე საუბრობს

სახალხო დამცველი გავრცელებულ მიმართვაში შემდეგ ხარვეზებზე საუბრობს:

►  სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.

უწყების მიერ მიღებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებმა თავად უნდა შეიმუშაონ პანდემიის პირობებში, საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ერთიანი ხედვის და მიდგომის არსებობისთვის არასაკმარისია;

►  არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 7 თებერვლის განცხადების თანახმად, 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. ასევე, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება საკმარისად, რადგან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო;

►  დიდკონტიგენტიანი სკოლების შემთხვევაში დისტანციის დაცვის და ნაკადების მართვის მონიტორინგის საკითხი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლების შეზღუდული რესურსების პირობებში.

შესაძლოა რისკებთან იყოს დაკავშირებული ისიც, რომ მე-5 კლასამდე მოსწავლეებისთვის არ არის სავალდებულო პირბადის ტარება, რაც თავის მხრივ, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა:

?  მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა და სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნულის მიხედვით დაიგეგმოს სასწავლო პროცესი.

?  მაქსიმალურად უნდა გამოიყოს როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსი, რათა სკოლებმა შეძლონ პრევენციული ღონისძიებების ეფექტური განხორციელება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გაძლიერებული მონიტორინგის პირობებში.

magti 5g