LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენია სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანების ფინანსურ დისკრიმინაციას ბოლოს მოუღებს

109
Capture

სლოვენიაში მიიღეს კანონი, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს იმ ადამიანების ცხოვრებას ვინც კიბო დაამარცხა, C ჰეპატიტს ან შიდს ებრძვის. სიახლე მათ დაეხმარებათ თავი დააღწიონ დისკრიმინაციას, რომელსაც იპოთეკის აღებისას ან სიცოცხლის დაზღვევისას აწყდებიან. წარსულში ბანკებს თუ სადაზღვევო კომპანიებს მათთვის მაღალი პროცენტების დაწესება ან განაცხადზე საერთოდ უარის თქმა შეეძლოთ, წერს Slovenia Times.

ახალი კანონის მიხევდით, იმ ადამიანებს ვინც ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა, შეეძლებათ რომ თავისი ავადმყოფობის ისტორია 10 წლის განმავლობაში არ გაამხილონ. თუკი კიბოს დიაგნოზი 21 წლამდე დადგა, ეს ვადა 5 წლამდე შემცირდება. C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვის ვადა გამოჯანმრთელების შემდეგ 3 თვეს შეადგენს, ხოლო შიდსის მქონეთათვის – მკურნალობის დაწყებიდან 1 წელს.

სლოვენიის ონკოლოგიური დაავადებების ნაციონალური რეგისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კიბო ნელ-ნელა კონტროლირებადი დაავადება ხდება და გადარჩენილ პაციენტთა რიცხვი მუდმივად იზრდება.

საინტერესოა, რომ ანალოგიური კანონი მოქმედებს ბელგიაში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და რუმინეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები