LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონები დეპრესიას იწვევს – ავსტრიელი მეცნიერების ახალი კვლევა

104
young-people-using-smartphones

ავსტრიელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება შესაძლებელია, თუკი სმარტფონის გამოყენება მინიმუმამდე შემცირდება.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტელეფონისთვის დღეში 2 საათზე ნაკლები დროის დათმობა აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს სტრესს და დადებითად მოქმედებს ძილის ხარისხზე.
ექსპერიმენტში 100-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა და ცდისპირთა საშუალო ასაკი 23 წელი იყო. ისინი ორ ჯგუფში გაანაწილეს: ერთი ჯგუფი ტელეფონთან 2 საათზე მეტ დროს არ ატარებდა, მეორე ჯგუფი კი გაჯეტებს ისევე იყენებდა, როგორც სხვა დროს – დღეში საშუალოდ 4,5 საათი. მეცნიერებმა სტრესის დონე, დეპრესიის სიმპტომები, ძილის ხარისხი და ზოგადი განწყობა გამოკითხვის მეთოდით გაზომეს.

სამი კვირის შემდეგ მათ, ვინც ტელეფონს ნაკლებად იყენებდა, განწყობა გაუუმჯობესდათ: დეპრესიის სიმპტომები 27%-ით შემცირდა, სტრესი – 16%-ით, ხოლო ძილის ხარისხი 18%-ით გაიზარდა. მონაწილეებმა ისიც შეამჩნიეს, რომ მათი განწყობა 14%-ით გაუმჯობესდა.
ამასთან, ქცევის ძველ მოდელთან დაბრუნებამ მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია.

საინტერესოა, რომ გაჯეტებისთვის დათმობილი დრო ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში გაიზარდა და საშუალოდ 3 საათი 46 წუთი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები