სიარულის დროს სმარტფონში ყურება ადამიანის სიარულის მანერაზე ახდენს გავლენას: სიარულის სისწრაფე იკლებს, ნაბიჯის სიგანე იზრდება. ასეთ დასკვნამდე ვენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მივიდა. კვლევის შესახებ გამოცემა Basic thinking წერს.
მეცნიერთა თქმით, ამ გზით ორგანიზმი ე.წ. „უსაფრთხოების რეჟიმზე“ გადადის, რათა დაცემის რისკი შეამციროს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს მოხალისეთა სიარული, როცა ისინი ლაბორატორიაში სარბენ ბილიკზე გადაადგილდებოდნენ.
ექსპერიმენტის ავტორებმა შენობა აღჭურვეს ეკრანებით, სადაც ქალაქის პეიზაჟები გადიოდა, ასევე ჩართეს ქუჩის ხმაურის ხმა. კვლევის მონაწილეები არითმეტიკულ დავალებებს გონებასა და სმარტფონში ერთდროულად ხსნიდნენ. გადამცემების დახმარებით მეცნიერებმა თითოეული მოხალისის მოძრაობის 3D მოდელი შექმნეს, ასევე დააფიქსირეს ფეხების განლაგება და ძალების გადანაწილება.
მკვლევართა დასკვნით, ნელი და ფართო ნაბიჯები მუხლზე იწვევს დიდ დატვირთვას. ხანგრძლივ პერსპექტივაში სიარულის ასეთი მანერა დიდი შანსია, მენისკის განვითარების მიზეზი გახდეს.