რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიპ-ჰოპ არტისტს, სნუპ დოგს 50 წელი შესრულდა. ბუნებრივია, ვარსკვლავმა იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა და ახლო მეგობრები ლოს-ანჯელესში შეკრიბა.
სნუპმა მათგან არაჩვეულებრივი საჩუქარი მიიღო. მას „შევროლეს“ აგურისფერი კაბრიოლეტი აჩუქეს, რომელსაც უზარმაზარი ბაფთა ეკეთა. მანქანის ფასი 200,000 დოლარს აღწევს. სიურპრიზი რეპერს საოცრად გაუხარდა და ახალ მანქანაში არაერთი დასამახსოვრებელი ფოტო გადაიღო.
ცნობისთვის, რეპერი თებერვალში, Super Bowl 2022 ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება.
Super Bowl 2022-ის ჰედლაინერები ემინემი, სნუპ დოგი და Dr Dre იქნებიან
სნუპ დოგი ქართული ცეკვის ვიდეოს ავრცელებს