LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

305
socsaagento

სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამ ეტაპზე, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომელიც მრავალი მიზეზით არის განპირობებული, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა რამდენიმე პუნქტი წარადგინა, რაც სოციალური მუშაკებისთვის პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.

„გარკვეულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სოციალური მუშაკების ფუნქციური დატვირთვა და ისინი ერთი მხრივ, მოცულობით დიდი სამუშაოს წინაშე აღმოჩნდნენ და მეორე მხრივ, აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წინაშე. ამოცანა არის სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობის ნაწილის განტვირთვა იმ ნაწილისგან, რომელიც არ არის მათი უშუალო საქმიანობის სფერო. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა. თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მივცემთ მთელი წლის სამგზავრო აბონემენტებს, ხოლო რაიონებს მივაშველებთ ავტომობილებს. ასევე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევაჯამეთ ერთგვარი ინვენტარიზაცია იმ ოფისების, სადაც სოციალურ მუშაკებს უწევთ ძირითადად მუშაობა და გაიწერა გეგმა, მისი აღსრულება უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი საკითხი არის უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება. ახლა, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც მრავალი მიზეზით არის განპირობებული. გათვალისწინებულია ისეთი ერთეულების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ უკუკავშირს, პროფესიულ მხარდაჭერას და პრევენცია-დეტექცია-რეაგირების მექანიზმების ამოქმედებას,“ – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g